
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ პენიტენციურის მე-18 დაწესებულებაში, ყველაფერი მზადაა პაციენტის მისაღებად - მინისტრი ბრეგაძე ისევ კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობას და ამბობს, რომ ამის შესახებ არც კონსიულიუმს უთქვამს არაფერი და მათი დასკვნა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა:
"ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსიულმმა სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში, არ ყოფილა საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაზეც გვადანაშულებენ ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენელი და ოპონენტები, არ ყოფილა. " - ამბობს ბრეგაძე
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ კონსილიუმის წევრს, ექიმს ფაღავას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე არ უსაუბრია და მედია იტყუება:
"მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას, პირადად თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, როდესაც მე მაბრალებთ ტყუილს. თქვენივე სიუჟეტს რომ კარგად შეხედოთ, როდესაც თქვენ აბრალებთ კონსილიუმს წევრს, ბატონ ფაღავას, თქვენს არხზე გაშვებულ კომენტარში, სამოქალაქო კლინიკას არ ახსენებს. ასე რომ კარგად მოამზადეთ ეგ სიუჟეტიც, როდესაც მე მადანაშაულებთ ტყუილში" - ამბობს ბრეგძე
ბრეგაძის თქმით, ამ ჯგუფის ყველა წევრი ძალიან აქტიურად არის ჩართული მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში.
„ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულია ქალბატონი ნინო ლომჯარია, ხოლო რაც შეეხება მის დასკვნას, ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო - ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე ნამდვილად არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში - ეს განცხადება გააკეთა კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმის ბოლო შეკრების შემდეგ