მესამე პრეზიდენტი მრავალპროფილურ, მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ - კონსილიუმის წევრი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი, ნინო შარაშენიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ, მულტიფუნქციურ კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ჰემატოლოგის განცხადებით, ექიმებმა მკაცრად მოითხოვეს, რომ კლინიკაში ყველა ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა იყოს.

კითხვაზე, სად უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, ექიმი გვპასუხობს:

"მრავალპროფილურ, მულტიპროფილურ კლინიკაში, კატეგორია C ეს არის სახელმწიფოს მიერ მითითებული დეფინიცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საიტზეა განთავსებული. ჩვენ უბრალოდ შევიტანეთ ჩამონათვალში ვიზუალიზაციის რამდენიმე აპარატი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დადგეს დღის წესრიგში მისი გამოყენება. ჩვენ მკაცრად მოვითხოვეთ, რომ ყოფილიყო ყველა ის ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობა, რაც შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. 

[ჯანმრთელობის მდგომარეობა] სტაბილურად, შეესაბამება შიმშილობის ვადას, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები არ ჰქონდა, არის მთელი რიგი გარკვეული ცვლილებები, რომლის კორექცია ინტენსიურად მიმდინარეობს, არის ძალიან დამჯერი პაციენტი, იღებს ყველა იმ მედიკამენტს რასაც უნიშნავენ ექიმები", - თქვა ნინო შარაშენიძემ. 

იგივე აზრს იზიარებს ექიმი ზურაბ ფაღავა, რომელმაც კონსილიუმი დატოვა. იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე კი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში გადაიყვანენ და არა კერძო კლინიკაში.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი