ჭირივით მეზიზღება ენმ, მაგათ ოფისზე ფეხს გადავაბიჯებ?! - "ოცნების" მხარდამჭერი რუსთავზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ვასილ ბალახაძე, რომელიც გუშინ რუსთავში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმაშია მხილებული ამბობს, რომ "პროტესტი" ღიად და სახალხოდ გამოხატა. მისივე თქმით, ენმ-ს ოფისში "ფეხს არ გადააბიჯებს".

"ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეთ მოძრაობდა კრიმინალი კირკიტაძე, დავინახე და მივედი ჩემი პროტესტის გამოსახატად. მე ღიად მივედი, ქუჩაში, სახალხოდ, არაფერი დაფარული, გამოვხატე პროტესტი. შემოდი, შემოდი, მეხვეწებოდა, ფეხს არ ვადგამ, რა მინდა, ჭირივით მეზიზღება "ნაციონალური მოძრაობა", მაგათ ოფისზე ფეხს გადავაბიჯებ?! - თქვა ვასილ ბალახაძემ. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობდნენ, რომ შტაბთან სახელმწიფო ნომრებით მანქანები იყო მობილიზებული, რომლებიც პოლიციელებს მათი აქტივისტების დაკავებაზე მითითებებს აძლევდნენ

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი