
"კორტების სპეცოპერაციის" საქმის ბრალდებული, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას ცოლი, ნინო ხვიტია "მთავარ არხთან" იხსენებს რა მოხდა და რა რეაქცია მოჰყვა პატიმრების მხრინდან, როცა მისი ქმარი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მისი თქმით, ფირცხალავა კრიმინალებს შორის გაატარეს, რითიც ბადრაგები და თანამშრომლებიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
"გლდანის ციხეში რომ გადაიყვანეს, ესე უცებ გააქანეს იმის გამო, რომ არასასურველი ჩვენება მისცა სასამართლოს, ორ დღეში გააქანეს მოულოდნელად, გაატარეს მართლა ნამდვილ კრიმინალებს შორის დერეფანში და იმდენად რთული ვითარება შეიქმნა, ე.წ. შუმოკი, ახლა ვიგებ ამ ტერმინებს და ვიცი უკვე, რომ თვითონ ბადრაგები და თანამშრომლები აღმოჩნდნენ უმძმეს მდგომარეობაში. როგორც ვიცი ეს აპრობირებული მეთოდია, სხვა მაღალჩინოსნებსაც იგივე გაუკეთეს, ძალიან მძიმე ვითარება იყო, ლამის ბუნტი დაიწყო ციხეში, თვითონ ბადრაგები ითხოვდნენ იქნებ ქუდი დაიხუროთ, დაიმალოთ სახე", - ამბობს ნინო ხვიტია.
იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ პენიტენციურის მე-18 დაწესებულებაში, ყველაფერი მზადაა პაციენტის მისაღებად და მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას გამორიცხავს. მისვე თქმით, კონსილიუმის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათის იყოს.
შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა, რომ რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში.
ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.