ძალიან საშიშ მდგომარეობაშია, არ შეიძლება ციხის საავადმყოფოში გადაყვანა - ექიმი ვახტანგ ქაცარავა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

პულმოლოგი ვახტანგ ქაცარავა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან საშიშია და მას თანმხლები დაავადება კიდევ უფრო ართულებს. მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაუშვებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში

"ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფება მესამე პრეზიდენტი. წარმოიდგინეთ ამდენი დღე შიმშილობს. ეს ერთ მომენტი, მეორე თანმხლები დაავადებაც გააჩნია, რომელიც ძალიან ვერაგი დაავადებაა და ამის ფონზე, რა თქმა უნდა არ შეიძლება ციხის საავადმყოფოში. მით უმეტეს, მე მოვუსმინე უფლებადამცველის ანგარიშს და იქაც ცალსახად წერია, რომ ამის დაშვება არ შეიძლება სხვა კომპეტენცია სჭირდება, უფრო მაღალი კომპეტენცია, აღჭურვილობა სჭირდება როგორც წერია,  ექსპერტთა დასკვნებში და წარმოუდგენელი მეჩვენება რომ ციხის პირობებში უმკურნალოთ- ამბობს ვახტანგ ქაცარავა.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკვე 25 დღეა რაც შიმშილობს.

შეგახსენებთ, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაა, რომ რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში. 

ამასთანავე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში წერია, რომ  მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში რომ მიხეილ სააკაშვილს საფრთხე ემუქრება, ამაზე მისი ადვოკატები საუბრობენ. საგანგებო განცხადებაში ნიკა გვარამია ამბობს, რომ იგეგმება ე.წ. იმიტირებული ბუნტი და მესამე პრეზიდენტის ლიკვიდაცია.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი