გიგი უგულავამ ფოთში კოალიციური გუნდი წარადგინა და მემორანდუმს ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ადგილობრივი კოალიციური მთავრობის წევრები წარადგინა. მათ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. 

ფოთის მერობის კანდიდატის თქმით, კოალიციური ერთობა მნიშვნელოვანია და სწორედ ის ქმნის განვითარების შესაძლებლობას.

"ფოთში მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას გამარჯვების შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები ვთანხმდებით, რო ქვეყნის და ქალაქის დემოკრატიული განვითარებისთვის ჩავერთვებით კოალიციური მთავრობის ფორმირებაში. ვიღებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ფოთში დემოკრატიულ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე" - ნათქვამია შეთანხმების ტექსტში

ხელს აწერს 8 პარტიის წარმომადგენელი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი