"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, შურისა და ბოღმის ნაცვლად ისე იმოქმედოს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
მისი თქმით, პარტიამ სართაშორისო პარტნიორებს და დიპლომატიურ კორპუსს სწორედ ამ მიზეზით მიმართა.
"მივმართეთ დიპლომატიურ კორპუსს, მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველა მათ ხელში არსებული ბერკეტი გამოიყენონ, რომ ზეწოლა განახორციელონ თავგახურებულ რუსულ ოცნებაზე, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არად დაუდევთ არც კანონი, არც ისოტორია. მნიშვნელოვანია ვიღაცამ მოუწოდოს, არ შეიძლება მესამე პრეზიდენტის სიკვდილს ელოდებოდნენ, ამასობაში თან ქილიკებდნენ.
პრეზიდენტს სააკაშვილის ჯანმრთელობის დამძიმების პარალელურად, დამძიმდება "ქართული ოცნების" ცხოვრებც, ამის გარანტიას ვაძლევ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმთან კონსილიუმი მესამე პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსების რეკომენდაციას იძლევა, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას სთავაზობს. ეს კატეგორიულად მიუღებელია როგორც მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე მისი პირადი ექიმისა და ადვოკატებისთვის, რადგან მე-18 ციხის დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვისაა საჭირო.
ამავე თემაზე: