ადამიანებს აძალებენ 27 ოქტომბრის აქციაზე წასვლას - ხატია დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მოქალაქეებს 27 ოქტომბერს დაანონსებულ აქციაზე მისვლას აიძულებს. 

როგორც მან აღნიშნა, მასიური ხასიათი აქვს მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმებების წართმევას.

"ცდილობენ, რომ პირადობის მოწმობები წაართვან ადამიანებს, მათ შორის ყველა, ის ადამიანი რომელიც არის ჩართული ქუთაისში განსაკუთრებით ამ მიმართულებით,  ჩვენს მიერ იქნება რა თქმა უნდა მხილებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აძალებენ ამ ადამიანებს 27 ოქტომბრის აქციაზე წასვლას ძალით, არ სურთ ადამიანებს წასვლა, მაგრამ აძალებენ და ასევე, პირადობის მოწმობების გამორთმევას აქვს ძალიან მასიური ხასიათი", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

მმართველმა გუნდმა აქცია ხვალ, თავისუფლების მოედანზე დააანონსა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს უპასუხოდ დატოვეს მედიის კითხვა - რატომ ახდენს მმართველი გუნდი ძალის დემონსტრირებას.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი