"არ მრცხვენია, შენზე მეტი ვარ და შენზე კარგი" - "ოცნების" არაფორმალური შტაბის წევრები "მთავარის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, "ქართულმა ოცნებამ" ორი არაფორმალური შტაბი აამუშავა - "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მმართველ პარტიას კრიმინალური ავტორიტეტები ეხმარებიან. მთივე ცნობით, ამომრჩევლის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში აქტიურად არიან ჩართული საჯარო მოხელეებიც.

მმართველი პარტიის არაფორმალური შტაბი ზუგდიდში რუსთაველის 48 და 66 ნომერში მდებარეობს. შტაბში ამომრჩეველთა პირადობები აქვს, რომელიც მათ მოსყიდვის ან შანტაჟის საფუძველზე მოიპოვეს. 

ადგილზე მყოფმა ადამიანებმა არაფორმალურ შტაბთან დაკავშირებით, ინფორმაცია უარყვეს და თქვეს, რომ ეს არა შტაბია, არამედ "საცხოვრებელი სახლია". ისინი მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ. 

"სად ხედავ შტაბს აქ? ხო გითხრეს რომ სახლია...გრცხვენიდეს უნდა, როგორც იქცევი, ამხელა ბიჭი დგახარ და შეგნება რომ არ გაქვს მაგის უნდა გრცხვენოდეს შენ. მე არ მრცხვენია, იცი რატომ არ მრცხვენია, შენნაირი რომ არ ვარ მაგიტომ არ მრცხვენია, შენზე მეტი ვარ ბევრად და შენზე კარგი... ეს რომ გიჭირავს მარტო მაგის უნდა გრცხვენოდეს", - თქვა არაფორმალური შტაბის წევრმა.

ზუგდიდში არაფორმალურ შტაბთან დაკავშირებით ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი