"ეს არის კვების ფული" - კალაძის თავის მართლება და დასტური, რომ აქციაში მონაწილეობისთვის ფულს იხდიან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების'' თბილისის მერობის კანდიდატი, კახი კალაძე ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის  მიერ, 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან და ეს ფული კვების საფასურია. 

რა თქმა უნდა, ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის. თქვენ მიზანმიმართულად ამბობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება - მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები. 

როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფთ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა აქციის ჩატარება - ამბობს კალაძე

ცნობისთვის, ხვალ 27 ოქტომბერს, "ოცნება" თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება რეგიონებიდან აქციაზე დასასწრებად საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, ე.წ. ძველ ბიჭებს და სხვა პირებს აორგანიზებს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს უპასუხოდ დატოვეს მედიის კითხვა - რატომ ახდენს მმართველი გუნდი ძალის დემონსტრირებას. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი