
თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდიდატი და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მთელი პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
მთელი პასუხისმგებლობა და მთელი ტვირთი ახლა აკისრია "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. შეუძლებელია ახსნა იმისა, თუ რატომ ჯიუტობს ასე "ქართული ოცნება" და რატომ არ ახდენს ჰოსპიტალიზირებას სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის თუ რაიმე სხვა ბოროტი განზრახვა არ აქვს. ამიტომ არანაირი შესაძლებლობა და უფლება არ უნდა მიეცეს "ქართულ ოცნებას" მიხეილ საააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის - ამბობს ნიკა მელია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 26-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.