პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა -  პრემიერი ღარიბაშვილის შემდეგ, თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძეც ამბობს, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიხეილ სააკაშვილს ეკისრება. 

კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს "მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს"

პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია, მიიღოს. თუ რამე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს, - თქვა კალაძემ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი