თბილისში უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ის და მისი მეუღლე თბილისის საერთაშორიოს აეროპორტში გააჩერეს:

"ველოდებით და არ გვიშვებენ. სასაზღვრო კონტროლზე ვართ. არაფერს გვეუბნებიან ამბობენ რომ სისტემური შეფერხებაა. ნახევარ საათზე მეტია არ გვიშვებენ. მე გორდონის მთავარი რედაქტორი ვარ და დიმიტრი გორდონთან ერთად ვიმყოფები აქ და არ გვიშვებენ. არც არაფერს მეუბნებიან" - ამბობს ალისია ბაცმანი.

გორდონისა და მისი მეუღლის წინააღმდეგ დეპორტაციის პროცედურა დაიწყეს.

გორდონის გარდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

ოთხივე მათგანი თბილისში, გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ცნობილი ჟურნალისტის არშემოშვება ქვეყანაში სავარაუდოდ უკავშირდება მისი მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ განცხადებებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი