
ხალხს დღეს სჭირდება სტაბილურობა, სამუშაო ადგილები , კეთილდღეობა, და არა ეს არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისუფლებაზე შეკრებილებს. მანამდე კი ტრადიციულად წინა ხელისუფლება ლანძღა. "ოცნების" აგრესიული წინასაარჩევნო კამპანიის მთავარმა ლიდერმა განაცხადა, რომ მომდევნო წლები "აღმშენებლობის" იქნება და "ყველა პრობლემას დაძლევენ"
"ჩემი სურვილია დავასრულოთ დაპირისპირება და გავერთიანდეთ, ისევე როგორც ამას ჩვენი ეროვნულ განძი და კულტურის სიამაყე, ჩვენი წინაპრების შექმნილი ქართული პოლიფონია გვასწავლის, ჩვენი მრავალჟამიერი გვასწავლის, სადაც განსხვავებული ხმები ერთიან ჰარმონიას ქმნიან" ამბობს ღარიბაშვილი
შეგახსენებთ, თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, რომელზე დასასწრებადაც ხალხი რეგიონებიდან ჩამოიყვანეს. მათი ძირითადი ნაწილი საჯარო მოხელეები არიან.
ამავე თემაზე: