თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატისა და კოალიციური გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა - დედაქალაქი უარს იტყვის იმ ახალგაზრდების ჯარში გაწვევაზე, ვინც შემდეგ სახელმწიფო უწყებებში დაცვის მოვალეობას შეასრულებს. ეს არის გეგმა, რომელიც თბილისში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მყისიერად ამოქმედდება.
თბილისში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გადაცემა "მთავარ აქცენტებში'' განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თბილისი უარს იტყვის დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომ ჯარში გაწვეულმა ახალგაზრდებმა, სახელმწიფო უწყებებში დაცვის მოვალეობა შეასრულებენ.
ასევე იხილეთ: