
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ემიგრანტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა გააპროტესტეს და მის გათავისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო კლინიკაში დროული ჰოსპიტალიზაცია მოითხოვეს.
მათი თქმით, შესაძლოა, ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ, ისეთი შედეგი დადგეს, რასაც ადგილზე დახმარების გაწევა ვეღარ უშველის.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტს ციხეში დამატებითი შეზღუდვები დაუწესეს, მიხიელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.