
უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ სამედიცინო კონსილიუმი ჩართვას ცდილობს. ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი, ექიმი-ანესთეზიოლოგი მაქსიმ პერებინისი აცხადებს, რომელიც სააკაშვილს გუშინ საპატიმროში შეხვდა.
ის უკმაყოფილოა, რომ როგორც კვალიფიციურ ექიმს, არ მიეცა საშუალება, შეესწავლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"მე ჩამოვედი არა როგორც რადას დეპუტატი, არამედ როგორც ექიმი-ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. ვდეგევამდი მიხელ სააკაშვილის გასინჯვას, და მისი ჯანმრთველობის მდგომარეობის შეფასებას. მე თან მაქვს ყველა დოკუმენტი, რაც მოწმობს ჩემს რომ ვარ პრაქტიკოსი ექიმი-ანესზეზეოლოგი, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა არ გაითვალისწინა ეს, და ამიტომ მე ვიყავი შესული არა როგორც ექიმი არამედ როგორც "მნხველი", რომლიც სააკაშვილს ეკონტაქტებოდა ფანჯრიდან", - თქვა მან.
დეპუტატის განცხადებით, ესაუბრა იმ ექიმებს, რომლებიც აქამდე მიხეილ სააკაშვილს მეთვალყურეობდნენ, ასევე გაეცნო კონსილიუმის ხედვას.
"ის 18 წლის არ არის, და ის უკვე 27 დღეა შიმშილობს და ეს უკვე ნიშნავს იმას რომ იგი საჭიროებს ინტერნსიური სამედიცინო დაკვირვებას, აღარ ვსაუბობ უკვე იმაზე თუ რა სახის ცვლილებები შეიძლება არსებობდეს. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, იმის გამო რომ მას შეუზღუდეს უფლებები ის უარს ამბობს, ანალიზების ჩაბარებაზე, სამედიცინო პროცედურებზე, ამან შემაშფოთა, რადგან 1 თვეა რაც ის მკაცრად შიმშილობს, რაც ძალიან დიდი დროა", - აღნიშნა მაქსიმ პერებიინისმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტს ციხეში დამატებითი შეზღუდვები დაუწესეს, მიხიელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.