ანალიზებს აღარ იკეთებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაც რთული გახდება - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გადაადგილებაც უჭირს იმიტომ, რომ ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს, შესაბამისად ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გიორგი გელხაური მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე საუბრისას.

როგორც ცნობილია იმ შეზღუდვების გამო, რომელიც ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილს დაუწესა და ადვოკატებთან ურთიერთობაც კი შეუზღუდა, მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს მედიკამენტების მიღებასა და მკურნალობაზე.

შესაბამისად, ადვოკატის ინფორმაციით, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი კიდევ უფრო გართულდება:

"ანალიზებს აღარ იკეთებს, შესაბამისად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევაც რთული გახდება. სისუსტე ძლიერდება. რამდენიმე დღის წინ გვახსოვს, რომ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული და შემდგომ მედიკამენტოზური მკურნალობით და გადასხმებით უკვე ეს დარეგულირდა. დღეს უკვე ამასაც ვეღარ ვიგებთ" - განაცხადა გეკხაურმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ

დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 28-ე დღეა. მან ცოტა ხნის წინ განცხადებაც გაავრცელა მისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი