"დასანანია. ქვეყანა ისევ წარსულში დაბრუნდა" - ყაზახი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს

გამოქვეყნდა:

ყაზახი ინვესტორი და ბიზნესმენი  მარგულან სეისემბაევი, რომელიც  მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობის გამო საქართველოში არ შემოუშვეს, ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს;

ბიზნესმენი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო, რადგან გრძნობს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის.

სეისემბაევი ამბობს, რომ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ატყუებდნენ - თავდაპირველად უთხრეს, რომ სისტემა გაითიშა, შემდეგ კი  თითქოს კოვიდ-დოკუმენტებს ამოწმებდნენ. ამის შმდეგ ის ისევ მოტყუებით დააბრუნეს თვითმფრინავის ბორტზე დეპორტაციისთვის. სეისემბაევი გაკვირვებულია, რატომ დასჭირდა ამდენი მაქინაციები, ტყუილი და ცინიზმი  საქართველოს ხელისუფლებას.

„ამ ყველაფერმა კარგად დამანახა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ნამდვილი სახე. დასანანია. ქვეყანა ისევ წარსულში დაბრუნდა“-წერს ყაზახი ბიზნესმენი.

ამავე თემაზე:

დაკეტილი საზღვრები და ფაქტობრივი კონფლიქტი უკრაინასთან | რატომ კეტავს "ოცნება" ქვეყანას მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირებისთვის
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი