საქართველოში ყაზახ ინვესტორსა და ბიზნესმენს, მარგულან სეისემბაევს არ უშვებენ. ნიშანდობლივია, რომ ის უკრაინის მთავრობას რჩევებით ეხმარებოდა და იმავე თანამდებობაზე მუშაობდა, რომელიც მოგვიანებით ვოლოდიმერ ზელენსკიმ სწორედ მიხეილ სააკაშვილს ანდო.
ქართველი მესაზღვრეების გადაწყვეტილება კი სავარუდოდ ხელისუფლების პანიკური შიშითაა გამოწვეული. ბიზნესმნების გაბრუნების მიზეზი რომ სწორედ პოლიტიკაა, ჩანს იქიდანაც, რომ თბილისში შემოუშვეს მისი მეუღლე და შვილი, თავად ინვესტორს კი უარი უთხრეს.
სეისემბაევი უკრაინის მოქალაქეა და ის საქართველოში დიმიტრი გორდონის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე ჩამოდიოდა, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი უნდა ყოფილიყო.
სენაკის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი კობა ნაყოფია ამბობს, რომ საქართველოსთვის უკრაინა მეგობარი სახელმწიფოა და სწორედ ასეთ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება და გაღრმავება.
ყველა გამოკითხვაში ყველაზე მეგობრულ ქვეყანად ქართველები აღიარებენ უკრაინას, ისევე როგორც უკრაინაში ნებისმიერ უკრაინელს რომ კითხო, საქართველოზე საყვარელი და საქართველოზე მეგობრული სახელმწიფო სხვა არ არსებობს. აი ასეთ ურთიერთობებს სჭირდება გაფრთხილება და პირიქით კიდევ მეტად გაღრმავება, - ამბობს კობა ნაყოფია
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაუკეტა საზღვარი და აეროპორტიდანვე გააბრუნა ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, მისი მეუღლე და მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად. საზღვარზე არ შემოუშვეს არც მიხეილ სააკაშვლის უკრაინელი ადვოკატი.
ასევე იხილეთ: