
ამ ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ დგას ბატონ კეზერაშვილი - აცხადებს ღარიბაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას მიერ, თაღლითური სქემის გასაჯაროებასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ახალი ბრალდებები წაუყენა და დააანონსა, რომ ძალიან მალე საინტერესო დეტალებს გავიგებთ:
"გუშინ მოვისმინეთ მორიგი უსუსური მცდელობა მთავარი არხის, გვარამიას მორიგი ბოდვა. რა თქმა უნდა ეს არის სრული სიცრუე და გეტყვით რა ხდება რეალურად. ეს არის დადასტურებული, უცხოურ მედიაშიც იყო ამაზე სიუჟეტები მომზადებული, რომ ამ ქოლცენტრების უკან სავარაუდოდ დგას ბატონ კეზერაშვილი.
მას აღნიშნული ქოლცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, მე მგონი ახლაც აქვს, აქაც ჰქონდა მცდელობა და რეალურად ის გამოძიება, რომელიც თქვენ ნახეთ და ჩვენ პროკურატურასთან ერთად ჩართულები არიან გერმანიის პროკურატურაც, ძალიან მალე საინტერესო დეტალებს გაიგებთ" - ამბობს ღარიბაშვილი
კითხვაზე, საიდან აქვს ინფორმაცია და რაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სწორედ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბიზნესია ეს, ღარიბაშვილს "ერთი ერთი შვედური გამოცემა" მოჰყავს და ტრადიციულად მის ლანძღვას აგრძელებს და "მძარცველს" უწოდებს
როცა კითხვას დამისვამთ კეზერაშვილის ამ უკანონო ბიზნეს საქმიანობაზე, იცოდეთ, რომ პასუხის გაგცემთ - "დაემუქრა" ღარიბაშვილი ჟურნალისტებს.
ამავე თემაზე:
"ქართული ოცნების" თაღლითური სქემა | როგორ ფინანსდება პარტია ყოველთვიურად 60 მილიონი დოლარით