
რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი? - ამ შეკითხვას პრემიერი ღარიბაშვილი გაექცა.
მედიის წარმომადგენლების მხრიდან, კითხვის რამდენჯერმე დასმის მიუხედავად, ღარიბაშვილმა თავი აარიდა პასუხს და ჟურნალისტებს "სასოწარკვეთილები" უწოდა და კრიტიკული მედიების დამფუძნებლები ლანძღა.
შეგახსენებთ, დიმიტრი გორდონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გუშინ უკან გააბრუნეს. მასთან ერთად, ქვეყანაში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, ასევე მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მოადგილესთან ერთად და ყაზახი ბიზნესმენი.
მანამდე კი აეროპორტიდან გააბრუნეს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი. პრობლემები შეუქმნეს უკრაინის ომბუდსმენსაც.
ამავე თემაზე: