მესაზღვრეები 40 წუთი მკითხავდნენ - საზღვარზე პრობლემები უკრაინის სახალხო დამცველსაც შეუქმნეს 

გამოქვეყნდა:

უკრაინელი სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ საქართველოში შემოსვლისას თბილისის აეროპორტში ისიც დააყოვენს. მისი თქმით, აეროპორტში 40 წუთის განმავლობაში კითხავდნენ. ამ თემაზე სახალხო დამცველმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

"მინდა გუშინ თბილისის აეროპორტში მომხდარ ფაქტზეც ვისაუბრო. მესაზღვრეებმა გამაჩერეს და მთელი 40 წუთის განმავლობაში მკითხავდნენ -  აინტერესებდათ საქართველოში რატომ ჩამოვედი ან რა საქმე მქონდა. საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება რამდენიმე ზარის შემდეგ მომცეს. ეტყობა რომ რაღაცა წესრიგში არ არის", - თქვა ლუდმილა დენისოვამ. 

დენისოვამ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესახებ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტარებს, დიპლომატებს და უკრაინის პრეზიდენტს გაუგზავნის.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი