როსტომ ჩხეიძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, როგორც მან ციხიდან გამოსვლის შემდგ განაცხადა, მესამე პრეზიდენტი მხნედაა
"მე ვეცადე რომ მეთანაგრძნო და არ დამანება, მენუგეშებინა და არ დამანება და გამხნევება რომ დავიწყე, აქეთ გამამხნევა, ძაან დიდი იმედით უყურებს ზეგინდელ დღეს, არჩევნების დღეს" - აცხადებს როსტომ ჩხეიძე.
მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ექიმების კონსილიუმთან შეხვედრაზე უარი თქვა.
კონსილიუმი მე-12 დაწესებულებაში ამჟამად მიმდინარეობს.