ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თელავის მუნიციპალიტეტი იქნება კოალიციური - განცხადება ამის შესახებ საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.
არჩევნების მეორე ტურამდე 1 დღით ადრე ბოტკოველი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის მმართველობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, გაიმართება კონსულტაციები და სწორედ მესამე სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატი დაიკავებს თელავის მერის მოადგილის თანამდებობას.