"ნახეთ როგორ ჩაიკეტა გალის ოკუპაციის ხაზი... ყველამ იცის, რომ გალის 100% ხმას ჩვენ გვაძლევს" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

​​საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკნიდან მორიგ წერილს ავრცელებს და წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" კარგად იცის, რომ გალიდან მოსახლეობის 100% ხმას ოპოზიციას აძლევს და სწორედ ამიტომ ჩაკეტეს გალის ოკუპაციის ხაზი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის პუტინის პირადი პატიმარია.

თუ ვინმეს კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ მე პუტინის პირადი ტყვე ვარ, ნახეთ, როგორ ჩაიკეტა, მეორე ტურის წინ, გალის ოკუპაციის ხაზი. ყველამ კარგად იცის, რომ გალიდან ამომრჩეველთა თითქმის 100% სწორედ ჩვენ გვაძლევს ხმას და ახლაც ჩათვალეს, რომ მათი გადმოშვება კიდევ უფრო გააუარესებს ივანიშვილის მდგომარეობას სამეგრელოში. მაინც დამთავრებულები არიან!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურის წინ, ენგურის ხიდი ისევ იკეტება. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლების მეირ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების გარდა, გადაადგილება ეკრძალება ყველას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი