სამი პრეზიდენტი და ქართული საზოგადოების მიმართვა | მეოთხე თანახმაა, მეხუთე დუმს

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი საყოველთაო მანიფესტს ეხმიანება და თავადაც მიმართავს მესამე და მეხუთე პრეზიდენტებს, შეხვდნენ ერთმანეთს, პოლიტიკური დღის წესრიგის გარეშე იმსჯელონ ურთულეს ვითარებაზე და ქვეყნის სტაბილურობისთვის ერთად მოიფიქრონ გამოსავალი.  

ქვეყნის მოქმედ მთავარსარდალს კი როგორც ჩანს არც მესამე პრეზიდენტი ადარდებს და არც მისი წინამორბედის შეთავაზება ხიბლავს.

დღეს გავრცელებული მანიფესტს ხელს უკვე 400-ზე მეტი ადამიანი აწერს. მისი მთავარი ადრესატები კი სწორედ გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი არიან. 

მიმართვის ინიციატორი ქართული საზოგადოებაა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების აზრით პრეზიდენტების ჩართულობამ შესაძლოა განმუხტოს უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური ვითარება. 

პირველ რიგში აუცილებელია ერთმანეთს გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი შეხვდნენ, რომლებიც პირისპირ განიხილავენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და საკუთარ ხედვას გააცნობენ ხელისუფლებას, ოპოზიციას და მოსახლეობას.

მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც უერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი