30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს...შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში - უგულავა

გამოქვეყნდა:

ეს არჩევნები აღარაა უბრალოდ მერების არჩევნები. აქ აღარ წყდება ამბავი თუ ვინ რომელ კაბინეტს დაიკავებს. 30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს - მიმართვას არჩევნებამდე 1 დღით ადრე ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ავრცელებს:

"ჩემო ფოთელებო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თვეების განმავლობაში ფოთის პრობლემებზე, მის პერსპექტივებზე. ახლა მოქმედების დროა. 30 ოქტომბერს თქვენ ხელში გადმოდის გადაწყვეტილების მიღების სადავეები. ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ მივცემთ საშუალებას ოლიგარქებს ხახუბიებს, ლატარიებს კვლავ ძიძგნონ, დაინაწილონ ქალქი და სამადლოდ თევზის სუნი გვაკმარონ, - შევეგუებით ამ უთავბოლოდ გადათხრილ ქუჩებს, რომელსაც ბოლო არ უჩანს, - ქალაქს დატოვებულს სავადმყოფოს გარეშე, პერსპექტივისა და მომავლის გარეშე თუ შემოვაბრუნებთ პორტს ქალაქისკენ, ხოლო ქალაქს ზღვისკენ, მივცემთ ფოთს ახლა სტრატეგიულ მნიშვნელობას, განვავითარებთ სანაპირო ზოლს მალთაყვიდან ანაკლიამდე, ტურიზმს, მრეწველობას და ვაქცევთ ფოთს ამ დიდი საშვილიშვილო პროექტის იდეის ცენტრად. ეს ყველაფერი დღეს თქვენს ხელშია ამასთანავე, გრძელვადიანი დასაქმების პროექტების პარალელურად ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქალაქის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები. ამისთვის ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ფოთის ბიუჯეტიდან ფოთელი პენსიონერები 50 ლარიან დანამტს მიიღებენ, ხოლო ფოთელი სკოლის მოწაფეები უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი მეგობრებო, ფოთთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ. ეს არჩევნები აღარაა უბრალოდ მერების არჩევნები. აქ აღარ წყდება ამბავი თუ ვინ რომელ კაბინეტს დაიკავებს. 30 ოქტომბერს ოპოზიციის მხარდაჭერით თქვენ გადაარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს. დიახ, სიცოცხლეს და არა მხოლოდ თავისუფლებას. ეს ადამიანი თქვენი პრეზიდენტია, სულერთია ის მოგწოთ თუ არა. აქ საუბარია უბრალოდ მთავარ სათნოებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე, რისთვისაც ვარსებობთ დედამიწაზე - მოდით არჩევნებზე, დაუჭირეთ მხარი ოპოზიციას და ამით გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე! დიდი მადლობა შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში, გამარჯვებულ ფოთში" ნათქვამია გიგი უგულავას მიმართვაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი