"ოცნების" შურისძიება - სენაკში, საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს თანამდებობები დაატოვებინეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პოლიტიკური შურისძიება - სენაკის მე-17 საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს აბაშის საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ატარებენ.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, სენაკის სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარეებმა უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადებები თავად დაწერეს, თუმცა ფარულ ჩანაწერებში აღიარებენ, რომ მათი გადაწყვეტილება იძულებითი იყო.

ცნობისთვის, სენაკში, არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა ოპოზიციის საერთო მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ მიიღო. მას ადგილობრივების 42,35%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე "ქართული ოცნების" კანდიდატი, ვახტანგ გადელიაა 40,21%-ით. ვინაიდან ხმათა 50%-ზე მეტი პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო, სენაკში მეორე ტური დაინიშნა. მოქალაქეები სენაკის ახალ მერს ხვალ, 30 ოქტომბერს აირჩევენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი