
მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი - ეს განცხადება გააკეთა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მეუფე გრიგოლის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბედი ახლა, სახელმწიფოს სამომავლო განვითარების ბედს უკავშირდება:
ამ პატიმრის ბედი უკავშირდება სახელმწიფოსი და სამშობლოს სამომავლო განვითარების ბედს. და თუ ამაზე დავფიქრდებით და შევძლებთ როგორმე ისეთი ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, თუნდაც პირადი ტრაგედიასა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, მაშინ უკვე შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას...
მაშინ, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი და მაშინ როცა მე ვუკავშირებ ქვეყნის ბედს, მის სამომავლო განვითარების მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნისადმი საერთაშორისო დამოკიდებულებას და მის მდგომარეობას, აქ მე ვიტყვი, რომ მიუთემეტს ის შიმშილობს, როგორია ამის შედეგები, ან როგორი იქნება, ეს დასაფიქრებელია.
მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი - ამბობს მეუფე გრიგოლი
ამავე თემაზე: