გამარჯვებამდე დარჩენილია 24 საათი - რუსთავის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი დავით კირკიტაძე არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსთაველებს მიმართავს და მოუწოდებს არჩევნებზე მისვლისკენ.
მისივე თქმით იმისთვის, რომ რუსთავი უკეთესი ქალაქი გახდეს, აუცილებელია, მოსახლეობამ არჩევანი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთოს:
მეორე დღიდან, როგორც კი მე გავხდები რუსთავის მერი, ჩვენ დავიწყებთ ზრუნვას იმაზე, რომ 15 ათასმა ოჯახმა მიიღოს მიწის ნაკვეთი, დაუკანონდეთ რუსთაველებს ის საკუთრება, რომელიც მათ მფლობელობაშია დღეს . იქნება ეს ავტოფარეხი თუ დამხმარე სათავსო ნაგებობა...ასევე ვიზრუნებთ საჯარო სკოლის მოსწავლემ მიიღოს უფასო კვება ბიუჯეტის ხარჯზე.
ეს არ არის რიგითი არჩევნები ოპოზიციური კანდიდატისთვის მიცემული ხმა, ნიშნავს ხმას მიცემულს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის" განაცხადა მიმართვაში დავით კირკიტაძემ.