"ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის წევრებს ამომრჩევლის ზეწოლაში ადანაშაულებს.

გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე კონკრეტული ფაქტები გაასაჯაროვა და იმ საჯარო მოხელეების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს პირადობის მოწმობას თანხის სანაცვლოდ ართმევენ, ნაწილს კი ემუქრებიან და "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვენ.

ოპოზიციონერის თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ საჯარო მოხელეებს შორის დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილია, ვინც პირადად აკონტროლებს ამომრჩეველთა შანტაჟს.

ინფორმაციის გადამოწმებისას, სიღნაღის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა , მალხაზ ხუციშვილმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს  "სიტუაციის ამრევ-დამრევი უწოდა" და კითხვებს პასუხი არ გასცა.

ხოლო ოცნების შტაბში გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი