საბურავების რევოლუციიდან ბესო წერედიანის მეგაფონით გადატრიალებამდე მივიდნენ - ენმ-ში სუს-ს პასუხობენ

გამოქვეყნდა:

სრული ბოდვაა, რომ რუპორით ბესო წერედიანი აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას და ასე ბოდავდნენ 2014, 2016, 2017, 2018 წლებში დაწყებული ჭიკაიძიდან, გაგრძელებული პრემიერით და დამთავრებული პროკურატურით - ენმ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პასუხობენ.

სპეციალურ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილის უწყებამ სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო. 

როგორც ხაბეიშვილი ამბობს, გავრცელებულ აუდიოჩანაწერში არაფერია ნათქვამი ისეთი, რაც ენმ-ს წევრებს ხმამაღლა არ უთქვამთ - დიახ, არ მივცემთ მესამე პრეზიდენტის მკვლელობის უფლებას რუსებს და აქ მის წარმომადგენელ ივანიშვილ-ღარიბაშვილს - ამბობს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, გამოიყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ ყველა უფლებას მესამე პრეზიდენტის დასაცავად, მათ შორის აქციებსაც:

"დღეს ამ ხალხმა გვამცნო ის, რასაც საჯაროდ ისედაც ვსაუბრობთ, მაგალითად ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობის უფლებას, რაზეც ოცნებობს ღარიბაშვილი და გუშინ ეს წამოცდენაც ჰქონდა, არ მივცემთ და  ცხადია, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მისი გადაყვანა არ მოხდეს გლდანის დაწესებულებაში, რომელიც მთლიანად კრიმინალების გავლენის სფეროა. ეს ცხადია და ამისთვის კონსტიტუციით მონიჭებულ ყველა უფლებას, მათ შორის აქციასაც და მანქანების კოლონით გადაადგილებასაც და პროტესტს რა თქმა უნდა განვახორციელებთ." - ამბობს ხაბეიშვილი.

მან ამ მუხლით, "ქართული ოცნების" მიერ დაწყებული გამოძიებებიც გაიხსენა - საბურავების რევოლუციიდან ეს ხალხი მივიდა ბესო წერედიანის მეგაფონით გადატრიალებამდე - ამბობს ხაბეიშვილი.

გზების ბლოკირება ქაოსის შექმნის მიზნით - სუს-მა სახელმწიფოს დამხობის მუხლით მორიგი გამოძიება დაიწყო
 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი