სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა წარუმატებლობისთვისაა განწირული - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობის ქრონიკის ნამდვილ მიზანს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგანგებოდ გაამრთულ ბრიფინგზე საუბრობს.

ამ ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტება, რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომლის ერთადერთი მიზანია შეიქმნას არეულობა და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო და ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მისცემს ამგვარი მიზნების განხორციელების საშუალებას. არავინ, ვინც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე შეტევის მიტანას, არ დარჩება დაუსჯელი. კანონის წინაშე და კანონის შესაბამისად, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი მიხეილ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობის ქრონიკის ნამდვილ მიზანს. 

დაგეგმილი იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სიმულირება, რათა უწყება იძულებული გამხდარიყო, მოეხდინათ სააკაშვილის სხვა ლოკაციაზე გადაადგილება, რასაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მძიმე პროვოკაციის მოწყობის შანსი უნდა მიეცა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ მცდელობასაც სახელმწიფო სათანადო რეაგირებას დაუპირისპირებდა. დღეს ყველამ დაინახა, რომ სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობა ისეთივე წარუმატებლობისთვისაა განწირული, როგორც მისი ქურდული შემოპარვა საქართველოში, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი