"მომავალი თბილისის მრავალფეროვნებაშია!" | ოპოზიციური კოალიციის შემაჯამებელი მიმართვა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ერთობის საბოლოო დემონსტრირება - ოპოზიციამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. გაერთიანებული კოალიციის ლიდერები, არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართავენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. 

"ხვალ საქართველოს სჭირდება გამარჯვება, არა ვინმეზე, არამედ საქართველოსთვის!" - ამბობს თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, მამუკა ხაზარაძე.

"ხვალ უნდა წავიდეთ და არჩევანი გავაკეთოთ წარსულსა და მომავალს შორის" - ამბობს თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

ვიცე-მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას თქმით კი "არჩევნებზე წასვლა არ არის მხოლოდ პრივილეგია, ეს პასუხისმგებლობაა". 

თბილისის მერის მოადგილეობის კიდევ ერთი კანდიდატი, ირაკლი აბესაძე კი ამბობს, რომ "ირჩევს ის ვინც, მოდის არჩევნებზე - გაიმარჯვებს ის, ვინც მოვა არჩევნებზე".

თბილისის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ კი თქვა, რომ ხვალინდელი დღე, არჩევნების მეორე ტური უნდა გახდეს დასაბამი, რომ ისტორიულ უსამართლობას ბოლო მოეღოს და ამით ერთი კონკრეტული ადამიანის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე უნდა იხსნან. 

ნიკა მელიას თქმით, ხვალ გამარჯვებისთანავე პოლიტიკური დევნისა და სამოქალაქო გახლეჩის დრო წარსულს ჩაბარდება. 

"ხვალ გვეძლევა შანსი ყველაფერი შევცვალოთ უკეთესობისკენ. უნიკალური შანსი გვეძლევა, რომელსაც განგება ძალიან იშვიათად იძლევა, საერთოდ თუ იძლევა ხოლმე - ეს შანსი არის ისტორიის დაწერა ხვალ და ჩვენ დავწერთ ამ ისტორიას. იმიტომ , რომ ვართ მართლები და წელშიგამართულები. ვერაფერი წინ ვერ აღგვიდგება [...]

ის, რაც ახლა ხდება, არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთაც ჰქონდათ ერთმანეთს შორის დავა ძალიან ბევრი საკითხზე, გადავდეთ ჩვენი უთანხმოება, სადღაც მარჯვნივ და თქვენ წინაშე წარვდექით, როგორც ერთიანი გუნდი, რომელიც მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა თბილისელებისა დ საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე. დიახ, მომავალი არის ამ ქალაქის მრავალფეროვნებაში!",- თქვა ნიკა მელიამ. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ხვალმ, 30 ოქტომბერს გაიმართება. 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი