"თუ მე სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა შემიძლია 17-18 წლის გოგოებთან, მაშინ ესენი გადასატრიალებლები არიან" | წერედიანი სუს-ის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"თუ მე სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა შემიძლია 17-18 წლის გოგოებთან, მაშინ ესენი გადასატრიალებლები არიან" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ წერედიანი სუს-ის განცხადებას.

შეხვედრის დროს გამოთქვამდა სხვადასხვა მოსაზრებებს ადამიანები, როგორ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობას. მე მიმაჩნია რომ ამ ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, ამ პროცესს ხელი უნდა შეუშალოს ყველა იმ მეთოდით, რომელიც დაშვებულია კონსტიტუციით. კონსტიტუციით დაშვებულია დემონსტრაციები,შეკრება ადამიანების, პროტესტის გამოთქმა... თუ მე პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვა შემიძლია 17-18 წლის გოგოებთან, მაშინ ესენი გადასატრიალებლები არიან და გადატრიალდებიან კანონიერი ხერხითა და მეთოდით, რასაც არჩევნები ჰქვია, - ამბობს წერედიანი. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი