ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტური გაიმართება საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 თვითმმართველ თემში ტარდება.
მოქალაქეები თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ბაღდათის, თელავის, თიანეთის, მარტვილის, ოზურგეთის, სენაკის, ქარელის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხაშურის, ხელვაჩაურის და ხობის მერებს ირჩევენ.
პირველი ტურის შედეგებით ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბაღდათში, სენაკსა და წალენჯიხაში პირველ ადგილზე ოპოზიციის- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები არიან.
მეორე ტური ჩატარდება 24 მაჟორიტარულ ოლქში - საკრებულოების 42 წევრის ასარჩევად. მათ შორის, თბილისში, საბურთალოზე ქართული ოცნებიდან ავთანდილ ცინცაძეს და ბორის ყურუას - გირჩიდან, ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს შორის.
მეორე ტურში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კონკურენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.