"ბიჭურში" და "კაცურში" 2 პირადობა წაიღეს, კრიმინალური წარსული აქვთ, შიში გვაქვს - ამომრჩეველი კახეთიდან

გამოქვეყნდა:

თელავის მუნიციპალიტეტში პირადობის ჩამორთმევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამომრჩევლებთან შანტაჟით, მუქარითა და ზეწოლით მიდიან, რათა მათ პირადობა გამოართვან და არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა ხმა ვერ მისცენ.

"მთავარი არხის" რესპოდენტი ამბობს, რომ მასთან კრიმინალური წარსულის მქონე პირები მივიდნენ და ოჯახის რამდენიმე წევრს პირადობა გამოართვეს.

"უბრალოდ თხოვნა იყო, რომ ბიჭურში და კაცურში, 2 ადამიანის პირადობა წაიღეს ოჯახიდან, არ "გაეტეხათ" ხელი შეეწყოთ მათთვის და მიტომ გაეტანებინათ პირადობა. ყველასი უნდოდათ, მაგრამ ყველამ არ გავატანეთ. არიან ისეთი სამყაროს წარმომადგენლები, ზოგიერთი ადამიანი, რომლებმაც მოგვაკითხეს, რომელთა შიშიც გვაქვს, აქვთ საკმაოდ კრიმინალური წარსული", - ყვება რესპოდენტი. 

მისი თქმით, პირადობების დასაბრუნებლად რამდენჯერმე დარეკეს, თუმცა უშედეგოდ. 

"არ მალავენ, [ხელისუფლებასთან] დაახლოებული პირები არიან, თავიდან მოგვატყუეს, ვითომ 5 ნომრის შემოსახაზად უნდოდათ. გვჭირდება, ცოტა ხნით გვათხოვეთ, არჩევნების მერე დაგიბრუნებთ, ოღონდ არჩევნებზე არ მოხვიდეთო გვითხრეს", - თქვა მან. 

მისი თქმით, სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს, რადგან ეშინია, რომ ფიზიკურად გაუსწორდებიან.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი