დარღვევები ქუთაისის საარჩევნო უბნებზე. მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, დაფიქსირდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტი. ამის გარდა მე-7 უბანზე დაფიქსირდა კარუსელის მცდელობა, როცა მარკირებიანი მოქალაქე მეორედ ცდილობდა ხმის მიცემას, ის გამოავლინეს და უბანი დაატოვებინეს.
40-ე უბანზე დაფიქსირდა ფულის დარიგების შემთხვევა, მე-17 უბანზე კი გადასატან ყუთში შეყვანილი მოქალაქე ხმის მისაცემად მივიდა, ხოლო 51-ე და 101- უბნებზე დაფიქსირდა "ოცნების" კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც უბნებზე მისულ მოქალაქეებს აღრიცხავენ.
ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკვე დაწერილია 10-მდე საჩივარი.