მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ - დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ ვაშინგტონი აკვირდება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. 

ელჩი დეგნანი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და სამართლიანი მოპყრობა. 

"შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვაკვირდებით ყურადღებით პროცესებს როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება. მე არ ვარ ექსპერტი ევროპულ სამართალში, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ. რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე დაინტერესება უკრაინის სახელმწიფოს არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნას დაცული. ჩვენ კვლავ გავაკეთებთ მოწოდებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ პროფესიონალი სამედიცინო წარმომადგენლები. 

მე არ ვარ სამედიცინო ექსპერტი, თუმცა ვიცი, რომ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ იმ საავადმყოფოს, რაც არის პენიტენციური საავადმყოფო არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს კონკრეტული ჯანმრთელობის მომსახურება და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს, რა სახის სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს ადამიანი იმისათვის, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება. ეს უნდა გადაწყდეს სამედიცინო პროფესიონალების მიერ სამართლიანად და მიუკერძოებლად, რადგან აქ საუბარი გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია",- თქვა კელი დეგნანმა 

რუსთავში, ერთ-ერთ საარცევნო უბანზე კელი დეგნანმა არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

" ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ როგორც დამკვირვებელი ამ არჩევნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის, რომ მისცეს ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი, რა იქნება მათთვის პრიორიტეტული: გზები, სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა თუ სხვა.

ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული, დაცულია უსაფრთხოება კოვიდის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, მისცეს ხმა და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება არჩეული პირების." ,- თქვა დეგნანმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი