"თბილისი იღვიძებს, არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ... " - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

ჰაერში მართლაც ტრიალებს გამარჯვების სურნელი, მსგავსი არაფერი შეიმჩნეოდა პირველ ტურში. ასე მუშაობს დემოკრატია და მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" ნუ ინერვიულებენ. მათ აქვთ ხელისუფლების დათმობის შიშები, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო - ეს განცხადება თბილისის მერობის ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.  

ნიკა მელია ამბობს, რომ საქართველოში საბჭოთა სტილის მმართველობა უნდა დასრულდეს და ქვეყანამ ცხოვრება პროდასავლური, დემოკრატიული და კოალიციური მმართველობის ფონზე უნდა გააგრძელოს. 

"დღეს ხმა მე მივეცი და არ მინდა ქედმაღლურად ჟღერდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღეს აბსოლუტური უმრავლესობაც ასე იქცევა თბილისში და არამხოლოდ თბილისში ხმას აძლევს კონკურენციას, მრავალფეროვნებას, ცვლილებას, შეჯიბრებითობას და ყველაფერს ვაკეთებთ და აკეთებს თითოეული თბილისელი, რომ დასრულდეს ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა და გზა გაეხსნას კოალიციურ მმართველობას, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრის შეჯერებით ქვეყნის მართვას. 

თუ ჩვენ გვინდა და გვინდა ნამდვილად, ვიყოთ ღირსეული წევრი დიდი ევროპული ოჯახისა, ასე უნდა ვიქცეოდეთ და მმართველობა, რომელიც გულისხმობს ერთპარტიულ, უღიმღამო, პირქუშ მმართველობას, ვერ წაგვიყვანს იქ სადაც, ჩვენი ისტორიული მისწრაფებებია. ამიტომ დარწმუნებული, ვარ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა. 

როგორც იცით, გამოცხადება საარჩევნო უბნებზე 10 საათისთვის გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველ ტურებზე. იცით, რომ ტრადიციულად გამოცხადება მეორე ტურში არის ნაკლები, მაგრამ წელს არის გამონაკლისი. რისი მოლოდინიც მქონდა ეს ხდება - თბილისი იღვიძებს და თბილისი არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასიკეთოდ.

არის უდიდესი ისტორიული შანსი, ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ და მრავალფეროვნება იქნება და არის გარანტია, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული",- თქვა ნიკა მელიამ

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ნიკა მელიამ დღეს მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ქვეყანას  ღარიბაშვილის, კობახიძისა და ივანიშვილის მოსაკლავი პრეზიდენტი არ ჰყავს

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი ქართველი ხალხის მიერ. შესაძლებელია, ბევრი ადამიანი მხარს უჭერდე კოალიციას.",- აღნიშნა მელიამ. 

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი