5 სამოქალაქო აქტივისტი, რომელთა შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია პოლიციამ ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ ხულოგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
აქტივისტები მე-20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო და სამართალდამცველებმა აქტივისტები სწორედ ამ დროს, ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან.
დაკავებების სერიას ზუგდიდის პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობდა. დაკავებულები ხელოვნური დაძაბულობის შექმნაში დაადანაშაულა ირაკლი ჩიქოვანმა, „ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა