12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.18%-ია - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 358 782 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 24.6% ხოლო ყველაზე დაბალი - 15.5% შიდა ქართლში.

ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი