"დროას" ლიდერმა, თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიას საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს შეუძლია, ქვეყანაში არსებული სიტუაცია რადიკალურად შემოაბრუნოს.
მისი თქმით, მთავარია ამომრჩევლებმა იაქტიურონ და არავინ ჩათვალოს, რომ ქვეყნის მომავალი "მის გარეშე გადაწყდება".
"გულწრფელად მაქვს მოლოდინი იმ ცვლილების, რასაც იმსახურებს და რაც უნდა ჩვენ საზოგადოებას. ზოგჯერ არის ხოლმე განწყობა, რომ "ჩემ გარეშე გადაწყდება", მთავარია ასე არ ჩათვალოს არავინ. გუშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ რომ ჩაეთვალათ ჩემ გარეშე გადაწყდება, ვერასდროს ვერ მოვიპოვებდით დამოუკიდებლობას. ზუსტად ესე, თითო ხმა არის მნიშვნელოვანი", - ანიშნა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, თუ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მივა, "ქართულ ოცნებას" გაყალბების საშუალება ვეღარ ექნება.