ისნის უბანთან მიკროავტობუსი დგას, საიდანაც ფულს არიგებენ - უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

ენმ-ში საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთეს. ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, დაფიქსირდა მოსყიდვის და ამომრჩეველთა კონტროლის ფაქტები. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ენმს- დამკვირვებლებმა ჩუღურეთში "ოცნების" წარმომადგენლებს სიები წაართვეს, სადაც სავარაუდოდ ჩამოწერილია იმ ადამიანების პირადი მონაცემები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ. გარდა ამისა, უდუმაშვილის ინფორმაციით, ისნის 17-ე უბანზე დგას მიკროავტობუსი, საიდანაც ფულს არიგებენ. უდუმაშვილის თქმით. უკვე დაახლოებით 20 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, როდესაც კოვიდინფიცირებული ამომრჩევლები უბნებზე მივიდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი