კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ქვეყნის ისტორიაში, სირთულე უნდა მოიხსნას - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

გიორგი მარგველაშვილს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია - განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საარჩევნო უბანთან, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.

"მე მიმაჩნია, რომ კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი რომ არ ჩაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არ მოგვიხდეს მერე ყველას, ქართველებს იმის მტკიცება, რომ როგორც კი კრემლს არ მოეწონება ჩვენ მიერ არჩეული ადამიანი ბოლოს ეს ადამიანი სიკვდილამდე მიგვყავს, რომ არ მოგვიხდეს იმის მტკიცება, რომ რუსეთის ამა თუ იმ ფორმით მანიპულირებული საზოგადოება ვართ, ჩემი აზრით ეს სირთულე უნდა მოიხსნას და დამთავრდეს. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ამ ჭრილში დაინტერესება უნდა ჰქონდეს.

მე მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დავდეთ ფიცი ქვეყნისა და ერის წინაშე, რომ ამ ქვეყნის მთლიანობისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, იყო ეს ფიცი დადებული 5 წლის წინ, 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ, ეს ფიცი მოქმედია და ამით უნდა ვიყოთ დაინტერესებული, არა პოლიტიკური პოზიციიდან, არამედ ქვეყნის სტაბილურობისა და მდგრადობის პოზიციიდან. სამივე პრეზიდენტი, ამას ხაზს ვუსვამ",- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

 

ამავე თემაზე:

საზოგადოების მიმართვა მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტებს: შეხვდით და იმსჯელეთ გამოსავლის გზებზე
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი