15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 31.82%-ია - ცესკო

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 31.82% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 664 573 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 45.4% ხოლო ყველაზე დაბალი - 26.9% მცხეთა-მთიანეთი.

დედაქალაქში ამომრჩევლის აქტივობა 30.8%-ია.

ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი