"მთავარი არხის" ინფორმაციით, იმ დღეებში, როდესაც "ქართულ ოცნებასა" და IPSOS-გლობალს შორის საზღვარგარეთ კორუფციული შეთანხმება გაფორმდა, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე საქართველოში არ იმყოფებოდა.
კალაძესა და IPSOS-გლობალის საარჩევნო კვლევების დირექტორ ოლივერო მარკეზეს შორის შეხვედრაზე "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
ამ ყველაფერს ადასტურებს მისი Facebook პოსტები. ის ყოველდღიურად ბევრ ვიდეოს დებს და სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია, თუმცა 6 ოქტომბერს მერიაში გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, 11 ოქტომბრამდე კალაძეს ორი სტატუსის გარდა, არანაირი აქტივობა არ აქვს.
შესაძლებელია, რომ სწორედ ამ დღეებში კალაძე საქართველოში არ იმყოფებოდა და სავარაუდოდ, ის უცხო ქვეყანაში ჩარტერული რეისით გაფრინდა.
ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ იმ პერიოდში, როდესაც კორუფციული გარიგება გაფორმდა, შეხვედრა შედგა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატსა და IPSOS-გლობალის წარმომადგენლებს შორის. კალაძე სავარაუდოდ, იტალიაში იყო წასული.
ამავე თემაზე: