სენაკში მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" არჩევნების მეორე ტურზეც ყველა მეთოდს იყენებს იმისათვის, რომ ამომრჩეველი დააშინოს, მოისყიდოს და მათზე ზეწოლა მოახდინოს. მისი თქმით, ახალი ნოუ-ჰაუ ამჯერად ბეიჯიანი კრიმინალური ელემენტები არიან.
"განსაკუთრებული ნოუ-ჰაუები თუ გაინტერესებთ, რას აკეთებენ, ერთადერთი ის შემიძლია აღვნიშნო, რომ ადრე თუ კრიმინალური ელემენტები უბნებზე იდგნენ ჩაცუცქულები, ახლა ბეიჯებით არიან გამოფენილები უბნებზე. ისეთებიც არიან, ვისაც ბეიჯები არ აქვთ, ისინი გარეთ მუშაობენ, ასე ვთქვთ, შიგნით მუშაობენ ბეიჯიანი კრიმინალური ელემენტები. უკვე "ქართულმა ოცნებამ" ზღვარი წაშალა კრიმინალსა და სახელმწიფოს შორის, ერთია უკვე", - თქვა კობა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, დაუკაშვირდათ ამომრჩეველი, რომელისთვისაც ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი პირადობის წართმევას ცდილობდა.
ამასთან, კობა ნაყოფია ამბობს, რომ სენაკში ამომრჩევლის აქტივობა ახლა უფრო დიდია, ვიდრე პირველ ტურში იყო.