ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდში - 21-ე უბნიდან დამკვირვებლები და კომისიის წევრი გამოაძევეს

გამოქვეყნდა:

ხმის მიცემის პროცესი ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზეც მწვავე დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტიების დამკვირვებელს და მედიის წარმომადგენლებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

პოლიციამ შენობა დაატოვებინა საუბნო კომისიის წარმომადგენელსაც. ის ფიქრობს, რომ მომხდარის მიზეზი მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის არჩევნების გაყალბებაში ხელის შეშლაა.

"იმის გამო, რომ თავზე ვადგავარ კომისიის წევრებს, არ მოსწონთ ეს. ალბათ უნდათ, რომ დაატრიალონ კარუსელი", - თქვა კომისიის წარმომადგენელმა.

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძეც. მან უბანზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა:

"მოვედი სიტუაციის გასარკვევად და ვნახე აბსოლუტურად უცნობი ადამიანები. დავიწყე ამის გარკვევა და დაიწყეს ჩემი წარმომადგენლების, ასევე კომისიის წევრების გამოყრა. ქართული ოცნების წევრი ჩაიკეტა ოთახში, არ ვიცით რატომ. ასე ჩაკეტილი 25 წუთის განმავლობაში რაღაც ჩანთით იჯდა იქ. გვაქვს ეჭვი, რომ მას ჰქონდა ბიულეტენები გამზადებული, რომ ჩაეყარა. გამოვიძახე პოლიცია, რომ გაერკვიათ და ხედავთ, რომ არავის უშვებენ შიგნით“, - თქვა ანი წითლიძემ.

აღსანიშნავია, რომ უბანზე იმყოფებოდა მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთ ა(ა)იპ-ის თანამშრომელია და ​ხმის მიცემის მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკვირდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი